საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს ატაშესთან განათლების საკითხებში

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი მახარობლიშვილი, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი, სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძე და დეკანის აპარატის თანამშრომელი მარიამ ხუროშვილი - საქართველოში იტალიის ატაშეს განათლების საკითხებში, ორნელა სპანოს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს იტალიური ენის საბაზისო/ინტენსიური კურსის შემუშავების საკითხი 2023-2024 სასწავლო წლიდან. გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი იტალიის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს ორმაგი ხარისხის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ორმხრივი მემორანდუმების საფუძველზე, მათ შორის კვლევით პროექტებს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტებისთვის. ასევე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, დაიგეგმა საჯარო ლექცია საქართველოში იტალიის ელჩის მონაწილეობით.

 

თარიღი: 04/06/2023